ხუთშაბათი, 2017-10-19, 3:54 PM
მოგესალმები, Guest | RSS
Avtorizacia
Music
Site Friends


video gakvetilebi

გაერთე ჩვენთან

ჯერჯერობით ცარიელია

ჯერჯერობით ცარიელია

Gamokitxva
ShemoXvalt Isev Chvens Siteze? <3
javascript:// javascript://
სულ უპასუხა: 52

Youtube
Lolzz
მთავარი » სტატიები » მთავარი

ledy gagas vikipedia:P
ლედი გაგა (ნამდვილი სახელი - სტეფანი ჯოან ენჯელინა ჯერმანოტა, დ. 19.. წლის 28 მარტს) - ამერიკელი შემსრულებელი. მისი კარიერა დაიწყო ნიუ იორკის როკ-ანდერგრაუნდში. ლეიბლთან Streamline Records კონტრაქტით (2007 წელს) დაიწყო მისი მუსიკალური კარიერა დიდ სცენაზე. თავდაპირველად იგი წერდა სიმღერებს სხვა შემსრულებლებისათვის, მაგრამ რეპერ ეიკონის ძალისხმევით და ინიციატივით, ლედი გაგა გადავიდა მის ლეიბლზე Kon Live Distribution.

ამერიკელი მომღერალი, მოცეკვავე, სიმღერების ავტორი და დიჯეი Lady Gaga, ანუ სტეფანი ჯოანა ანჯელინა გერმანოტა 1986 წლის 28 მარტს მანჰეტენზე დაიბადა. მუსიკით ბაშვობიდან დაინტერესდა. 4 წლისა დამოუკიდებლად ფორტეპიანოზე უკრავდა. მალე კი, საბავშვო მაგნიტოფონზე მაიკლ ჯექსონის და სინდი ლაუპერის სიმღერებს იწერდა...

სტეფანი მანჰეტენის სკოლაში „Convent Of The Sacred Heart", დებთან - ჰილტონ და ქეროლაინ კენედებთან ერთად სწავლობდა. საშუალო განათლების მიღების შემდეგ, სწავლა სამხატვრო სკოლაში „Tisch School of the Arts" განაგრძო. 14 წლის ასაკში ის ნიუ-იორკის კლუბში „Bitter End" და სკოლის თეატრის სცენაზე „Regis High School Repertory", ანსამბლში - „Regis Jazz Band" მღეროდა.

2006 წელს, სტეფანი მუსიკალურ პროდიუსერთან, რობ ფუზარისთან იწყებს მუშაობას, რომელთანაც რამდენიმე პოპულარული სიმღერა - „Beautiful, Dirty, Rich", „Dirty Ice Cream", „Disco Heaven" ჩაწერა. სწორედ ამ პერიოდში, იგი პირველად იყენებს ფსოვდონიმს „Lady GaGa" (ჯგუფის „Queen" სიმღერიდან „Radio Ga-Ga").

პირველი კონტრაქტი ლედიმ „Def Jam"-თან გააფორმა. 2008 წელს კი, კონტრაქტს ლეიბლთან „Interscope Records", სიმღერების ავტორის სტატუსით აფორმებს. Lady GaGa-ს მასალას ისეთი შემსრულებლები იყენებდნენ, როგორებიც არიან: „Fergie", „Pussycat Dolls", ბრიტნი სპირსი და „New Kids on the Block".

სტეფანის ვოკალურ და თეატრალურ შესაძლებლობებზე დიდი გავლენა რეპერმა ეიკონმა მოახდინა. 2008 წელს სტეფანი ლოს-ანჯელესში , სადებიუტო ალბომზე „The Fame" იწყებს მუშაობას, რომელიც კანადაში, ავსტრალიაში და რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში აგვისტოში გამოვიდა.

2009 წლის 18 თებერვალს, გაგა ბრენდონ ფლაუერსთან („Killers" და „Pet Shop Boys") ერთად, „Brit Awards"-ის დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვიდა. სტეფანის პირველი ტურნე 2009 წლის 12 მარტს დაიწყო და კრიტიკოსების დიდი გამოხმაურება გამოიწვია

კატეგორია: მთავარი | დაამატა: _T_E_O (2010-09-25)
ნანახია: 853 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]