ხუთშაბათი, 2024-03-28, 5:43 PM
მოგესალმები, Guest | RSS
Avtorizacia
Music
Site Friends


video gakvetilebi

გაერთე ჩვენთან

ჯერჯერობით ცარიელია

ჯერჯერობით ცარიელია

Gamokitxva
ShemoXvalt Isev Chvens Siteze? <3
javascript:; javascript:;
სულ უპასუხა: 52

Youtube
Lolzz
მთავარი » სტატიები » მთავარი

Niko Gomelauris Leqsebi


ვის გაუგია ივლისში თოვა?! მაგრამ, თუ მთხოვე, მე თოვლად მოვალ. მოვალ და შენში ვიპოვი ყვავილს, რომელიც თოვლის ალერსით ყვავის...


ჩემი ქვეყანა-მზიანი,კოხტა... ჩემი ქვეყანა ნახევრად მოკვდა... ჩემი ქვეყანა მუშტში ეტევა... ჩემი ქვეყანა გულის შეტევა... ჩემი ქვეყანა სულგაშლილია... ჩემი ქვეყანა სულ დასჯილია... ჩემი ქვეყანა-ჯართის დარაჯი... მე ვრჩები.შენ კი,თუ გსურს გააჯვი...


ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს, იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?! მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო -ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო. იქვე იყო კარი მოპირდაპირე, იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე. ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა) ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა.

ღვთის წინაშე ჩემი ბრალი არის ის, რომ სულ ვარ მთვრალი: ღვინით, ლექსით, წვიმით, სექსით, სცენით, სიმით, ამით, იმით... მუდამ ასე მიწევს თრობა -ჩემი ,,მე,, ამით ერთობა...


როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . .ასე ამბობენ - ჰქონდა წვერები .ორი ათასი წელი განვიცდი . . .ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი : როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?!- ცოტათი მაინც მორიდებოდა . . .მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი ,მაგრამ ღალატი არ მინდებოდა. არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . .იცის მოკლავენ , განა შტერია.ღალატზე განა ვერცხლ...ისთვის მიდის ?!- თავის სიმცირეს ვერ მოერია . . . ისტორიაში დარჩა იუდა !-დღესაც აქ არის არ გაიგუდა .


ბოლო სიტყვა ბევრს არ მოსწონდი, ამბობდნენ რას ჰგავს,რას მოუშვია წვერები ამ კაცს?!ახლა კი ყველა დაღონდა წასვლით,მაგრამ ამ დარდსაც ორ დღეში წაშლის.ვითომ უყვარდი, გგლოვობენ სევდით.გაგეცინება ალბათ ამ ხედით.მოგიგონებენ, იტყვიან ბრძენიყოფილა კაცი, ბევრის მომთმენი.ოხ ეს სიტყვები, სიტყვები ყალბი,არაფრის მთქმელი, ცოტას მომცემი....ვისაც უყვარდი უყვარხარ ისევ.მათ ნამდვილ სიტყვას კიდევ მოისმენ...

[/c]


კატეგორია: მთავარი | დაამატა: BillsGirl1 (2010-10-10)
ნანახია: 2347 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
0  
4 TEONA   (2011-06-16 2:22 PM) [Entry]
:v

0  
3 TEONA   (2011-06-16 2:21 PM) [Entry]
auuuuuuuuuu ra kai leqsebiaaaaaaaaaaaaaa

0  
2 BillsGirl1   (2010-10-10 3:59 PM) [Entry]
aba MIyvars dz es kaci ;)

0  
1 _T_E_O   (2010-10-10 3:45 PM) [Entry]
auuuuuuuuuu ra kai leqsebiaaaaaaaaaaaaaa :v

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]