პარასკევი, 2024-04-19, 2:12 AM
მოგესალმები, Guest | RSS
სექციის კატეგორიები
Avtorizacia
Music
Site Friends


video gakvetilebi

გაერთე ჩვენთან

ჯერჯერობით ცარიელია

ჯერჯერობით ცარიელია

Gamokitxva
ShemoXvalt Isev Chvens Siteze? <3
javascript:; javascript:;
სულ უპასუხა: 52

Youtube
Lolzz
მთავარი » სტატიები » ვარსკვლავების ბიოგრაფია » ვარსკვლავების ბიოგრაფია

ფრედი მერკურის ბიოგრაფია


ფრედი მერკური
(ნამდვილი სახელი ფაროჰ ბულსარა) იყო ბრიტანელი მომღერალი-კომპოზიტორი,
პიანისტი, გიტარისტი და ცნობილ როკ-ჯგუფ „ქუინი"ს წევრი. როგორც
შემსრულებელი, გამოირჩეოდა თავისი ვოკალური მონაცემებით, ხოლო როგორც
კომპოზიტორმა შექმნა უამრავი მსოფლიო ჰიტი, მატ შორის: „Bohemian
Rhapsody"; „Killer Queen"; „Somebody to Love"; „Don't Stop Me Now"; „We
Are the Champions" და „Crazy Little Thing Called Love".


მერკური ძირითადად გაიზარდა ინდოეთში, ამიტომ იგი
შერაცხეს „ბრიტანეთის პირველ აზიელ როკ ვარსკვლავად". ის გარდაიცვალა
ფილტვების ანთებით, რაც გამოწვეული იყო შიდსისგან 1991 წლის 24 ნოემბერს,
მხოლოდ ერთი დღის მერე, რაც მან საზოგადოებას შეატყობინა, რომ მას აწუხებდა
უკურნებელი სენი. 2006 წელს ჟურნალმა „Time Asia" იგი შერაცხა , როგორც
ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან აზიელ გმირად ბოლო 60 წლის განმავლობაში და
ახლაც იგი არის ერთ-ერთი საუკეთესო მომღერალი პოპულარული მუსიკის
ისტორიაში.

მერკური დაიბადა ზანზაბარის კუნძულზე,
ტანზანიაში. მისი მშობლები იყვნენ ბომი და ჯერ ბულსარები, რომლებიც
მისდევდნენ ზოროასტრიზმს. ბულსარების ოჯახი გადავიდა ზანზაბარში, იმისთვის
რომ მამამისს გაეგრძელებინა მუშაობა. ფაროჰს ჰყავდა უმცროსი დაც - კაშმირა.
1954 წელს, რვა წლის ასაკში ფრედი წაიყვანეს წმინდა პიტერის სკოლაში
ინდოეთში, ბომბეისთან ახლოს. სკოლის პერიოდში ის გატაცებული იყო სპორტით,
განსაკუთრებით კი ბოქსით. სკოლაში მან ჩამოაყალიბა პოპულარული ჯგუფი,
რომელსაც „The Hectics" ერქვა, იგი ფორტეპიანოზე უკრავდა. მისი ძველი
მეგობარი იხსენებს, რომ ფრედის შეეძლო რადიოში გაგონილის პიანინოზე ზუსტად
გადმოტანა. ამ დროს იგი საკუთარ თავს უკვე უწოდებდა „ფრედის". მერკური
თითქმის მთელი ბავშვობა ინდოეთში ცხოვრობდა ბებიასთან და დეიდასთან ერთად.
განათლების მიღების შემდეგ იგი ზანზაბარში დაბრუნდა. 1964 წლის რევოლუციის
გამო 17 წლის მერკური და მისი ოჯახი ზანზაბარიდან გაიქცა და დასახლდა
ლონდონში. იგი შევიდა სასწავლებელში, სადაც იგი ეუფლებოდა ხელოვნებას.
სწავლის დამთავრების შემდეგ ფრედი მუშაობდა ბევრ ადგილას- ლონდონში ყიდდა
მეორად ტანსაცმელს, ასევე მუშაობდა აეროპორტშიც. მისი ძველი მეგობრები
იხსენებენ, რომ იგი იყო წყნარი და მორცხვი ახალგაზრდა, რომელიც დიდად იყო
გატაცებული მუსიკით. 1969 წელს მან ჩამოაყალიბა ჯგუფი „Ibex", რომლის
სახელი მალევე გადაკეთდა „Wreckage"-დ. ჯგუფი დაიშალა. 1970 წლისთვის იგი
შევიდა „Sour Milk Sea" შემადგენლობაში, რომელიც ასევე დაიშალა. ამავე წლის
აპრილში მერკურიმ გაიცნო გიტარისტი ბრაიან მეი და დრამერი როჯერ ტეილორი,
რომელთა ჯგუფსაც „Smile" ერქვა. იგი შეუერთდა მათ და ჯგუფსაც ახალი სახელი
„Queen" შეურჩია. სწორედ ამ დროისთვის მან კანონიერად გადაირქვა სახელი
ფრედი მერკურად.


ბავშვობაში ფრედი მერკური გატაცებული იყო ინდური
მუსიკით, ყველაზე მეტად კი მოსწონდა ლატა მანფეშკარი, ინდოელი მომღერალი,
რომელიც მან პირადად იხილა მის კონცერტზე. ინგლისში გადასვლის შემდეგ კი
იგი გატაცებული იყო ჯიმ კროკით, ელვის პრესლით, ლედ ზეპელინით, როულინგ
სტოუნით, ჯიმი ჰენდრიქსით, ჯონ ლენონით და ბითლზებით. იგი აგრეთვე
აღმერთებდა ლაიზა მინელის.


აღიარებულია, როგორც ერთერთი ყველაზე ფენომენალური
ვოკალისტი მთელ მსოფლიოში, მუსიკის ისტორიაში. იგი ლაპარაკობდა ბარიტონის
ტონალობაში, ხოლო სიმღერებს ხშირად ასრულებდა, როგორც ტენორი. იგი თავისი
ხმით წვდებოდა სამ ოქტავას სრული, ძლიერი ხმით. ის წვდებოდა ძალიან მაღალ
ბგერებს, არ უჭირდა დაბლების აღებაც, მაგრამ მიუხედავად ამისა იგი აბმობდა,
რომ მას არასდროს არ უვარჯიშია ხმაზე.

მერკურიმ დაწერა ჩვიდმეტიდან ათი სიმღერა ალბომიდან
„Greatest Hits" : "Bohemian Rhapsody", "Seven Seas of Rhye", "Killer
Queen", "Somebody to Love", "Good Old-Fashioned Lover Boy", "We Are the
Champions", "Bicycle Race", "Don't Stop Me Now", "Crazy Little Thing
Called Love" და "Play the Game", ამ ალბომში შეტანილი იყო ქუინის
საუკეთესო ჰიტები. ხალხის აზრით მისი წარმატებული კომპოზიტორობა ძირითადად
განპირობებული იყო იმით, რომ იგი იყენებდა მრავალ მუსიკალურ ჟანრს და
მიმდინარეობას და არ იყო შემოფარგლული მხილოდ ერთით(მაგ. მხოლოდ როკით,
დისკოთი და სხვ.) იგი ამბობდა რომ მას არ შეეძლო და არ უყვარდა
ერთიდაიგივის კეთება მრავალჯერ, რაც აისახება მის სიმღერებზეც. სიმღერებს
იგი ძირითადად წერდა პიანინოზე და დაწერისას იყენებდა უამრავ აღნიშვნას.

იგი ინდოეთში 4 წლიდან უკრავდა
ფორტეპიანოზე. ლონდონში კი მან გიტარაზეც დაკვრა ისწავლა, რაც განაპირობა
მისმა გატაცებამ ბიტლზებით, ჯიმი ჰენდრიქსით, ლედ ზეპელინით და სხვა
შემსრულებლებით. ის ხშირად უკრავდა მის მიერ შეთხზულ მელოდიებს ორივე
საკრავზე. მერკური ფორტეპიანოზე უკრავდა ქუინის ბევრ ჰიტში - "Killer
Queen", "Bohemian Rhapsody", "Good Old Fashioned Lover Boy", "We Are the
Champions" და "Don't Stop Me Now"-ში. ბრაიან მეი იხსენებს, რომ მისი
შესაძლებლობები ფორტეპიანოზე უზარმაზარი იყო - მას შეეძლო საკრავზე
ყველაფრის დაკვრა. მას ასევე შექმნილი აქვს სიმღერები გიტარისთვისაც -„Ogre
Battle" და „Crazy Little Thing Called Love", რომლებსაც სტუდიაში
თვითონაც უკრავდა.

მერკური ცნობილი იყო მისი
შემსრულებლობითი ნიჭით. იგი კონცერტებზე ადვილად იყოლიებდა ხალხს და მათგან
ითხოვდა აყოლოდნენ მუსიკას, როგორც მიმიკებით, ასევე ხშირად სიმღერითაც.
მერკურის ყველაზე შედეგიან გამოსვლად ქუინთან ერთად ითვლება 1985 წლის
„Live Aid", როდესაც მთელი სტადიონი (72’000 ადამიანი") ტაშს აყოლებდა,
მღეროდა და უნისონში ირხეოდა. მისი კარიერის განმავლობაში მას ქუინებთან
ერთად შესრულებული აქვს 700-მდე კონცერტი.

მერკური ცნობილი იყო მისი
შემსრულებლობითი ნიჭით. იგი კონცერტებზე ადვილად იყოლიებდა ხალხს და მათგან
ითხოვდა აყოლოდნენ მუსიკას, როგორც მიმიკებით, ასევე ხშირად სიმღერითაც.
მერკურის ყველაზე შედეგიან გამოსვლად ქუინთან ერთად ითვლება 1985 წლის
„Live Aid", როდესაც მთელი სტადიონი (72’000 ადამიანი") ტაშს აყოლებდა,
მღეროდა და უნისონში ირხეოდა. მისი კარიერის განმავლობაში მას ქუინებთან
ერთად შესრულებული აქვს 700-მდე კონცერტი.

მერკურის ექიმებმა 1987 წლის გაზაფხულზე
ცუდი დიაგნოზი დაუსვეს - იგი ინფიცირებული იყო შიდსით. პრესა და ფანები
თანდათან ხვდებოდნენ, რომ ფრედის ყველაფერი რიგზე არ ჰქონდა - იგი ცუდად
გამოიყურებოდა და ქუინიც იშვიათად გამოდიოდა სცენაზე, თუმცა მერკური
დაავადებაზე არაფერს ამბობდა, უფრო ხშირად კი ასეთ ინფორმაციებს უარყოფდა
და ჭორად თვლიდა. მან 1991 წლის 23 ნოემბერს განცხადება გააკეთა, რომ იგი
იტანჯებოდა შიდსისგან. და 24 საათის შემდეგ ამ განცხადებიდან 1991 წლის 24
ნოემბერს იგი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა, რომელიც გართულებული იყო
უკურნებელი სენის გამო. იმისდა მიუხედავად, რომ იგი არცერთი რელიგიის
მიმდევარი არ იყო, იგი დაკრძალეს ზოროასტრული წესის მიხედვით.
კატეგორია: ვარსკვლავების ბიოგრაფია | დაამატა: BillsGirl1 (2010-06-09)
ნანახია: 999 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]