შაბათი, 2024-04-20, 10:48 AM
მოგესალმები, Guest | RSS
სექციის კატეგორიები
Avtorizacia
Music
Site Friends


video gakvetilebi

გაერთე ჩვენთან

ჯერჯერობით ცარიელია

ჯერჯერობით ცარიელია

Gamokitxva
ShemoXvalt Isev Chvens Siteze? <3
javascript:; javascript:;
სულ უპასუხა: 52

Youtube
Lolzz
მთავარი » სტატიები » ვარსკვლავების ბიოგრაფია » ვარსკვლავების ბიოგრაფია

Tokio Hotel

მათი სტილი განუმეორებელია. ამოუცნობი დიდებულებით „Tokio Hotel“-მა მალე დაატყვევა მსმენელი. სადებიუტო სინგლს „Durch den Monsun“ გერმანიის ჩარტებში მოწინავე პოზიციები ეკავა. დაჯილდოვდა „Comet“, „Echo“ და „Live“ პრემიებით.

სადებიუტო ალბომი „Schrei“ სენსაციური წარმატების საწინდარი აღმოჩნდა. კონცერტის დაწყებიდან პირველივე წუთებში იგრძნობოდა, რომ ისინი მუსიკისთვის იყვნენ დაბადებულები. 2005 წლის ბოლოს ჯგუფი 75 000 მსმენელის წინაშე ცოცხალი შესრულებით წარსდგა. „Tokio Hotel“-მა განუმეორებელი მუსიკალური სტილი შექმნა.

ჯგუფის ყოველი წევრის ცხოვრებაში მუსიკას უდიდესი ადგილი ეკავა. სოლისტმა და სიმღერების ავტორმა ბილი კაულიტცმა პირველი სიმღერა ჯერ კიდევ ცხრა წლის ასაკში დაწერა. მისივე ტყუპისცალი ტომი კი გიტარაზე ქვსი წლიდან უკრავდა. 2001 წელს მათ ბასისტი - გეორგი და გუსტავი (დასარტყამი ინსტრუმენტები) გაიცნეს, შექმნეს ჯგუფი სახელწოდებით „Tokio Hotel“. „Tokio - ეს არის ქალაქი, სადაც ნებისმიერი ჩვენგანი ისურვებდა ყოფნას. ვიმედოვნებთ, ამ ქალაქში ოდესმე გამაოგნებელ კონცერტს გავმართავთ! Hotel - კი, უბრალოდ იმის ნიშანია, რომ ჩვენ მუდმივად გზაში ვართ“ - აცხადებენ ისინი.

ჯგუფმა პირველი კონცერტები მშობლიურ ქალაქ მაგდებურგში გამართა. მათ განუმეორებელი ქარიზმითა და შესრულების მანერით აღაფრთოვანეს პუბლიკა. მოგვიანებით მუშაობა განაგრძეს ისეთ ცნობილ პროდიუსერებთან, როგორებიც არიან: პიტერ ჰოფმანი, პეტ ბენზნერი, დეივ როტი და დევიდ ჯოსტი.

სინგლმა „Durch den Monsun“ და ალბომმა „Schrei“ „ოქრო“ მიიღეს. ბიჭებს შანსი მიეცათ, მსოფლიოსთვის თავიანთი რეალური შესაძლებლობები დაენახებინათ. ჯგუფის „Tokio Hotel“ ბედი ახლა მათ ხელშია!

დისკოგრაფია

* „Schrei“ - 2005
* „Schrei - so laut du kannst“ - 2006
* „Zimmer 483“ – 2007
* „Scream“ - 2007

კატეგორია: ვარსკვლავების ბიოგრაფია | დაამატა: BillsGirl1 (2010-07-17)
ნანახია: 1070 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]