პარასკევი, 2024-04-26, 11:01 AM
მოგესალმები, Guest | RSS
სექციის კატეგორიები
Avtorizacia
Music
Site Friends


video gakvetilebi

გაერთე ჩვენთან

ჯერჯერობით ცარიელია

ჯერჯერობით ცარიელია

Gamokitxva
ShemoXvalt Isev Chvens Siteze? <3
javascript:; javascript:;
სულ უპასუხა: 52

Youtube
Lolzz
მთავარი » სტატიები » ვარსკვლავების ბიოგრაფია » ვარსკვლავების ბიოგრაფია

კრისტინა აგილერას ბიოგრაფია

კრისტინა
აგილერა დაიბადა 1980 წლის 18 დეკემბერს, სტეიტენ აილენდი, ნიუ-იორკი,
აშშ. მისი მამა - ფაუსტო აგილერა - ეკვადორელია, დედა - შელი, ირლანდიელი -
მუსიკოსი, მევიოლინე. გოგონას ბავშვობა ნამდვილ ჯოჯხეთს ჰგავდა. მამამისი
სამხედრო პირი იყო და დიდი სისასტიკით გამოირჩეოდა. იგი მეუღლესა და
შვილებს ხშირად სცემდა კიდეც.


”ბავშვობის გახსენება არც მინდა. ეს ნამდვილი კოშმარი
იყო. დედაჩემს მთელი სხეული დალურჯებული ჰქონდა. ერთხელ შევესწარი მომენტს,
როდესაც მამა დედას ახრჩობდა. რომ არ მეკივლა, ალბათ მოკლავდა. მერე მამა
მე მომიბრუნდა და კიბეებზე დამაგორა”,-იხსენებს მომღერალი.


განსაკუთვრებით მძიმე პერიოდი ოჯახს
მაშინ დასდგომია, როცა ისინი იაპონიაში გადასულან საცხოვრებლად, სადაც
ამერიკის არმიის სერჟანტ - ფაუსტო აგილერას სამხედრო ნაწილი გადაუყვანიათ.
კრისტინას დედა - შელი კენსის თქმით, მათ ოჯახში ძალადობას ყოველდღე ჰქონდა
ადგილი, ის კი ამით ისე დაშინებული იყო, რომ ძილის წინ ბალიშის ქვეშ
ყოველთვის დებდა ცრემლსადენ გაზის პატარა ბალონს, რათა, აუცილებლობის
შემთხვევაში, ოდნავ მაინც დაეშოშმინებინა განრისხებული ქმარი.


ოთხი წლის იყო კრისტინა, პირველად დედამ
ნაცემი რომ ნახა. გოგონას პირიდანაც სისხლი სდიოდა. კრისტინას მოუყოლია,
რომ იგი თამაშობდა, მამა კი ამ დროს დაძინებას ცდილობდა. გოგონას ხმაურიანი
თამაშით შეწუხებულ ფაუსტოს იგი გამეტებით უცემია. მაშინ მიხვდა, რომ
მეუღლესთან ცხოვრება შვილს საფრთხეს უქმნიდა, ამიტომ 1987 წელს ქმარს
გაშორდა და დედასთან გადავიდა საცხოვრებლად. გავიდა წლები და კრისტინამ
დედამისსა და ზოგადად მის ბავშვობას მიუძღვნა სიმღერები - ”I'm OK"
(ალბომიდან ”Stripped”) და "Oh Mother" (”Back to Basics”). როგორც
მომღერლის მეგობრები ამბობენ, ბავშვობაში მიღებული სულიერი ტრავმა
კრისტინას დღესაც აწუხებს. მას დღემდე ახასიათებს შიშები ყვირილის მიმართ.
მომღერალს შიშის, პანიკის გრძნობა, პერიოდულად ღამე ეუფლება. თავად
კრისტინას თქმით, ერთხელ ასეთი შეტევის დროს იგი ჰოლივუდში მდებარე თავისი
ფეშენებელური სახლიდან გაიქცა და კარგა ხანს ქუჩებში დაეხეტებოდა
დასამშვიდებლად. ”საშინლად ვკანკალებდი და მეშინოდა შინ დაბრუნებისა. არ
მინდოდა, ვინმეს ამ მდგომარეობაში დავენახე”,-განაცხადა მომღერალმა.


9 წლის ასაკიდან კრისტინას ცხოვრებაში
ნათელი ფერები გამოჩნდა. მან მონაწილეობა მიიღო კონკურსში ”ვარსკვლავების
ძიებაში ”, სადაც მეორე ადგილი აიღო. შემდეგ ჰოკეის ჩემპიონატზე საყვარელი
გუნდის ჰიმნი შეასრულა. ვარსკვლავის მომავალზე მეოცნებე გოგონას სკოლაში
პრობლემები ჰქონდა. იგი რატომღაც თანატოლებთან ნორმალური ურთიერთობის
დამყარებას ვერ ახერხებდა. კრისტინა სკოლიდან სახლში ხშირად ატირებული
ბრუნდებოდა.


როდესაც სკოლაში გამართულ ერთ-ერთ
საღამოზე კრისტინამ იმღერა, მეორე დღეს სკოლაში გაკრული პლაკატი დახვდა,
რომელზეც ეწერა: ”კრისტინა, შენ ხარ ძროხა და გინდა, რომ შენი სიმღერით
დაიმკვიდრო სახელი. ეს კი არ გამოგივა”. საბოლოოდ კრისტინა იძულებული
გახდა, სკოლაში სიარულზე უარი ეთქვა და სახლში განეგრძო სწავლა.


პირველი
სიყვარული კრისტინას 15 წლის ასაკში ეწვია. მას ჯგუფ რედ ჰოტ ჩილი პეპერსის
მუსიკოსი დეივ ნავარო შეუყვარდა. მომავალი ვარსკვლავი დეივის პლაკატით
იძინებდა და იღვიძებდა. ერთი წლის შემდეგ კი თავის საყვარელ მამაკაცს ბარში
გადააწყდა და პირდაპირ მივიდა მასთან. ”გამარჯობა, მე კრისტინა აგილერა
ვარ, უკვე 16 წლის”,-განუცხადა მას. მინიშნება დეივ ნავარომ აგდებულად
მიიღო და მასზე შეყვარებულ გოგნას უპასუხა: ”მართლა 16 წლის ხარ? მაშინ
ფინჯან რძეზე დაგპატიჟებ”. ასე დასამარდა მომღერლის პირველი სიყვარული.
სამაგიეროდ გამბედაობა ეყო და მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო შოუში ” მიკი
მაუსის კლუბი” , რომელიც ახალგაზრდა მომღერლებისთვის ტრამპლინს
წარმოადგენდა.


შოუში სამმა მომღერალმა გაიმარჯვა -
კრისტინამ, ბრიტნი სპირსმა და ჯასტინ ტიმბერლეიკმა. გოგონებს შორის
სერიოზული კონკურენცია გაიმართა. სამაგიეროდ, ჯასტინმა და კრისტინამ
ერთმანეთს ადვილად გაუგეს. ამ შოუმ კრისტინას სადებიუტო ალბომის კონტრაქტი
და სერიოზული პერსპექტივები მოუტანა. მისი პირველი ალბომი Christina
Aguilera ამერიკისთვისაც კი რეკორდული აღმოჩნდა - 4 თვეში პლატინის სტატუსი
მიიღო, თავად მომღერალს კი 2000 წელს, გრემის 42-ე დაჯილდოების
ცერემონიალზე გრემი წლის ყველაზე წარმატებული დებიუტანტის ნომინაციაში
გამარჯვებისათვის გადაეცა. როდესაც გრემის დაჯილდოების ცერემონიალზე
ნომინაციაში ”წლის საუკეთესო ახალბედა” გამარჯვებულად 19 წლის კრისტინა
აგილერა გამოაცხადეს, აღელვებულმა მომღერალმა გზაში რამდენჯერმე წაიბორძიკა
კიდეც, რადგან თავში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა: ”რატომ მე და არა
ბრიტნი”. ბრიტნი ამ ჯერად კრისტინას მეტოქე იყო, თანაც კრისტინაზე მეტად
წინ სწორედ იგი იდგა ყველა ჩარტებში, თუმცა გრემი მაინც აგილერას ერგო.

დაწვრილებით [რედაქტირება]

კრისტინას თქმის იგი მღერის დაბადებიდან.
ბავშვობაში მომავალი მომღერალი ხშირად იკეტებოდა სააბაზანოში და ხელში
შამპუნის კოლოფით ხშირად მღეროდა, ასევე სახლთან ახლოს, პატარა სცენაზე
მართავდა წარმოდგენებს მეზობლებისათვის.


1998 წელს აგილერამ შეასრულა უიტნი
ჰიუსტონის "Run to You", რომელიც თავადვე ჩაწერა მაგნიტოფონზე,
სააბაზანოში. იგი მალევე მიიწვიეს დისნეის მულტიპლიკაციური ფილმის -
მულანის საუნდტრეკის "Reflection" ჩასაწერად, რის შემდგომაც დამწყებმა
მომღერალმა გააფორმა კონტრაქტი კომპანია RCA Records-თან. ბილბორდის
ჩარტში Reflection საუკეთესო ოცეულში მოხვდა. 1998 წელს კი ოქროს გლობუსის
დაჯილდოებაზე იგი დასახელებული იქნა ნომინაციაში საუკეთესო ახალი სიმღერა
(Best Original Song).


აგილერას პირველი ალბომი Christina Aguilera 1999 წლის
24 აგვისტოს გამოვიდა. ბილბორდის ორასეულში და ალბომების კანადურ ჩარტებში
მან მოწინავე ადგილი დაიკავა. გაიყიდა 8 მილიონი ასლი აშშ-ს, ხოლო 12
მლ . მსოფლიოს მასშტაბით. ალბომი შესულია RIAA-ს ყველა დროის 100
საუკეთესო ალბომის სიაში, რაც ეფუძვნება აშშ-ში გაყიდვების რაოდენობას[8] .


1999-2000 წწ. კრისტინას სიმღერებმა
”Genie in a Bottle", "What a Girl Wants" და "Come on Over Baby (All I
Want Is You)" მოწინავე პოზიციები დაიკავეს ბილბორდის ცხელ ასეულში,
სინგლმა "I Turn to You" კი მე-3 ადგილს მიაღწია. აგილერას ალბომის
სიმღერების ავტორთა განცხადებით, კრისტინა ცდილობდა მაყურებლისათვის
ბოლომდე ეჩვენებინა მისი ხმის სიძლიერე და კონცერტებზე ხშირად მღეროდა
მხოლოდ როიალის თანხლებით[9]. გრემის 42-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე
კრისტინას სიმღერა "Genie in a Bottle" დასახელებული იქნა ნომინაციაში
ქალის საუკეთესო კომპოზიცია პოპის ჟანრისა. ადრეულ წინასწარმეტყველებათა
მიუხედავად, აგილერამ მიიღო გრემი წლის ყველაზე წარმატებული დებიუტანტის
ნომინაციაში გამარჯვებისათვის[10] .


2000 წლის 12 საექტემბერს გამოვიდა
კრისტინას პირველი ესპანურენოვანი ალბომი Mi Reflejo, ანუ ჩემი ანარეკლი.
მასში შევიდა როგორც ინგლისურენოვანი სიმღერების ესპანური ვარიანტები,
ისევე ახალი სინგლები. თუმცაღა ალბომის გამოსვლას კრიტიკათა სერიაც მოჰყვა.
კრიტიკოსები ადანაშაულებდნენ აგილერას, რომ ახალი ალბომით იგი ცდილობდა
ლათინური პოპ მუსიკის ბუმში ჩაბმას და ამით ფულის კეთებას. ბილბორდის
ორასეულში ალბომმა 27 პოზიცია დაიკავა და ლათინური ალბომების ჩარტების სიის
სათავეში მოექცა. 2001 წელს, კრისტინას ესპანურმა ალბომმა გაიმარჯვა
გრემის ლათინურ დაჯილდოებაზე ნომინაციაში ქალის საუკეთესო ალბომი პოპის
ჟანრისა. ალბომმა ოქროს სტატუსი მიიღო აშშ-ში და გაიყიდა მისი 3 მლნ. ასლი
მსოფლიოს მასშტაბით[11]. ალბომს ასევე გამარჯვება ხვდა წილად მსოფლიო
მუსიკის დაჯილდოებაზე (World Music Award), ნომინაციაში წლის საუკეთესოდ
გაყიდვადი ლათინური ალბომი. 2000 წლის 24 ოქტომბერს აგილერამ ასევე
გამოუშვა საშობაო ალბომი My Kind of Christmas. ბილბორდის ორასეულში მან
დაიმკვიდრა 28-ე პოზიცია და აშშ-ში მიიღო პლატინის სტატუსი]. აგილერას
რიკი მარტინმა სთხოვა ჩაეწერა მასთან დუეტი "Nobody Wants to Be Lonely"
ახალი ალბომისათვის Sound Loaded. სიმღერის კლიპი გამოვიდა 2001 წელს და
დაიკავა 1 ადგილი მსოფლიო ჩარტებში.


2001 წელს კრისტინამ ლილ კიმთან, მიასა
და პინკთან ერთად ჩაწერა სიმღერა "Lady Marmalade", ფილმისათვის მულენ
რუჟი!. ეს სიმღერა წარმოადგენს ჯგუფ ლებელის სინგლის გადაკეთებულ ვარიანტს.
გადაღებული იქნა კლიპი მისი ელიოტის მონაწლეობით, რომელიც აგრეთვე მისი
პროდიუსერიცაა. სიმღერას უცვლელად ეკავა 1 ადგილი 5 კვირის განმავლობაში
ცხელ ასეულში. ყველა დროის ერთ-ერთმა ყველზე წარმატებულმა სიმღერამ[13]
ასევე დაიკავა 1 პოზიცია 11 სხვა ქვეყნის ჩარტებში. გრემის დაჯილდოებაზე კი
გაიმარჯვა ნომინაციაში საუკეთესო თანამშრომლობა პოპის ჟანრში. MTV Video
Music Awards-ზე სიმღერამ 2 პრიზი მოიპოვა, მათ შორის წლის ვიდეო 2001.
პრიზის მიღების დროს აგილერამ განაცხადა: ”დიდმა თმამ მართლაც
გაამართლა”. აღსანიშნავია ის ფაქტიც , რომ აგილერას ჩაცმულობა კლიპში
მეტად ემსგავსება ჯგუფ Twisted Sister წევრის - დი სნიდერის ჩაცმულობას[15]
.


იმავე წელს, გასაყიდად გამოვიდა სიმღერა
"Just Be Free", რომელიც აგილერამ 15 წლის ასაკში ჩაწერა. როდესაც RCA
Records-მა აღმოაჩინა ეს სიმღერა, კომპანიამ ურჩია აგილერას ფანებს არ
შეეძინათ იგი. ერთი თვის შემდგომ, Warlock Records-მა გამოუშვა
აგილერას ადრეული ჩანაწერების ნაკრები Just Be Free. ამასთან დაკავშირებით,
მომღერალმა მოსთხოვა კომპანიას შეეჩერებინა პროდუქციის დამოშვება[17].
ნაკრებთან დაკავშირებით ბევრი დეტალი საეჭვოდ რჩება. იგი 2001 წლის
აგვისტოში გამოვიდა, გარეკანზე 15 წლის კრისტინას სურათით[18].


მიუხედავად იმისა, რომ აგილერას პირველ
ალბომს საზოგადო მოწონება ხვდა წილად, მომღერალი მუდამ უკმაყოფილო იყო
საკუთარი იმიჯით. მას არ სურდა მუდამ პოპ პრინცესასა და თინეიჯერთა
კუმირის ტიტულის ტარება. მიზანდასახული მომღერალი გაცილებით სერიოზულ
კარიერაზე ოცნებობდა. კრისტინა აღნიშნავდა, რომ მისი მე-2 ალბომი
მუსიკალური და ლირიკული თვალსაზრისით გაცილებით ღრმა იქნებოდა.


მალე აგილერას პრობლემები შეექმნა
პერსონალურ მენეჯერ სტივ კურტზთან. მომღერალმა დაითხოვა იგი, მის ადგილას
კი ირვინგ აზოფი დანიშნა . მეორე ალბომზე მუშაობისას კრისტინა
დარწმუნდა, რომ კურტზის მსგავსად, სხვა მეგობრებმაც უღალატეს მას. ”ახალმა
ჩანაწერმა მიხსნა სრული სიგიჟისაგან”,-განაცხადა მოგვიანებით მომღერალმა.
კატეგორია: ვარსკვლავების ბიოგრაფია | დაამატა: BillsGirl1 (2010-06-09)
ნანახია: 996 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]