მთავარი » სტატიები » მთავარი |
Niko Gomelauris Leqsebi
ვის გაუგია ივლისში თოვა?! მაგრამ, თუ მთხოვე, მე თოვლად მოვალ. მოვალ და შენში ვიპოვი ყვავილს, რომელიც თოვლის ალერსით ყვავის... ჩემი ქვეყანა-მზიანი,კოხტა... ჩემი ქვეყანა ნახევრად მოკვდა... ჩემი ქვეყანა მუშტში ეტევა... ჩემი ქვეყანა გულის შეტევა... ჩემი ქვეყანა სულგაშლილია... ჩემი ქვეყანა სულ დასჯილია... ჩემი ქვეყანა-ჯართის დარაჯი... მე ვრჩები.შენ კი,თუ გსურს გააჯვი... ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს, იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?! მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო -ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო. იქვე იყო კარი მოპირდაპირე, იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე. ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა) ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა.
ღვთის წინაშე ჩემი ბრალი არის ის, რომ სულ ვარ მთვრალი: ღვინით, ლექსით, წვიმით, სექსით, სცენით, სიმით, ამით, იმით... მუდამ ასე მიწევს თრობა -ჩემი ,,მე,, ამით ერთობა... როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . .ასე ამბობენ - ჰქონდა წვერები .ორი ათასი წელი განვიცდი . . .ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი : როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?!- ცოტათი მაინც მორიდებოდა . . .მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი ,მაგრამ ღალატი არ მინდებოდა. არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . .იცის მოკლავენ , განა შტერია.ღალატზე განა ვერცხლ...ისთვის მიდის ?!- თავის სიმცირეს ვერ მოერია . . . ისტორიაში დარჩა იუდა !-დღესაც აქ არის არ გაიგუდა . [/c] | |
ნანახია: 2400 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 4 | |||||||||||
|
|